ავტორი:

"არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ" - რას ამბობს ბექა ყორშია სანდრო რაქვიაშვილის განცხადების საპასუხოდ

"არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ" - რას ამბობს ბექა ყორშია სანდრო რაქვიაშვილის განცხადების საპასუხოდ

ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში ეხმაურება "გირჩის" წარმომადგენელი დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებას, რომ მას საპროტესტო აქციაზე ბექა ყორშიამ, ბაია პატარაიასთან ერთად, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

"ბექა ყორშიამ სხვებთან ერთად უნდა გამოხვიდე, ცალკე პოლიტიკური პარტია არაო. "ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდზე უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ. ეს იყო არგუმენტი", - განაცხადა ambebi.ge - სთან რაქვიაშვილმა.

ბექა ყორშია კი სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, უამრავი მწერთ და მამხნევებთ იმის გამო, რაც ხდება. მადლობა ამისთვის აქ და ახლა, ამ ბრძოლაში, არ ვაპირებ საჯაროდ ვინმეს დავუპირისპირდე, თუნდაც სიგიჟეს მაბრალებდნენ. ერთად დგომის დროა და არა გახლეჩის და დანაწევრების.

ჩვენი ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდას აწყობს და ეს უნდა გავიაზროთ.მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისებზე წასვლა ჩემს ხასიათში არ არის, ახლა ვგრძნობ, რომ საკუთარ ეგოებს უნდა გადავაბიჯოთ ყველამ.გავიმარჯვებთ სახელოვნად!"

იხილეთ ასევე: