ავტორი:

რატომ უფასურდება ლარი და როგორია მოლოდინები?

რატომ უფასურდება ლარი და როგორია მოლოდინები?

დილიდან Bloomberg-ზე 1 დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში რამდენჯერმე გაიზარდა. დილიდან 1 დოლარი 2.700 ლარად ივაჭრებოდა, ხოლო 15:00 საათის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7250 ლარამდე ავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.6866 ლარი იყო.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა ლარის გაუფასურების მიზეზებსა და მოლოდინებზე უახლოესი პერიოდისთვის. როგორც BPN-თან ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, ლარის გაუფასურება უკავშირდება რისკებს, რაც გამოწვეულია მოლოდინებით და არა მაკროეკონომიკური ფაქტორებით. მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების, საერთაშორისო განცხადებების ფონზე შემცირდება სამომავლოდ სავალუტო ნაკადები, რაც გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას.

"ქვეყანაში შემცირდება სავალუტო ნაკადები, რაც თავისთავად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. ვხედავთ, რომ ბოლო 2 დღეა უკვე ნელ-ნელა დაიწყო ლარმა გაუფასურება, რაც გამოწვეული არ არის მაკროეკონომიკური ფაქტორებით, გამოწვეულია უფრო იმ რისკებით, რაც გაჩნდა და დაინახეს ბაზრის მონაწილეებმა“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: