ავტორი:

"კომპანიაში, რომელიც კლიპებს იღებს რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო? დაფინანსებული ვართ USAID-ის მიერ და აქციებზეც ვარ ნამყოფი“ - სარეკლამო კომპანია "ლიმონში“ პოლიცია შევიდა

"კომპანიაში,  რომელიც კლიპებს იღებს რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო? დაფინანსებული ვართ USAID-ის მიერ და აქციებზეც ვარ ნამყოფი“ - სარეკლამო კომპანია "ლიმონში“ პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია "ლიმონში“ პოლიცია შევიდა. შპს "ლიმონის“ ერთ-ერთ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

  • კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავებს მათთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე დაიწყეს ჩხრეკა.

"გაკვირვებულები ვართ, უცებ შემოვარდნენ და რა ხდება, პასუხსაც არ გვცემენ. ვიდეო საწარმოა და ვიღებთ ვიდეოკლიპებს კომპანიებისთვის.

ვიდეო საწარმოში, რომელიც კლიპებს იღებს, რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო? დაფინანსებული ვართ USAID-ის მიერ და აქციებზეც ვარ ნამყოფი“, - განაცხადა შპს "ლიმონის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სამართალდამცავების განცხადებით, ჩხრეკის პროცედურას კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკა. ქალაქის მთავარი სამმართველოდან ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა "ტვ პირველთან“.