ავტორი:

27 წლის ანი პაპავა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

27 წლის ანი პაპავა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

27 წლის ანი პაპავას 5 დღეა ეძებდნენ, დღეს კი, როგორც ცნობილი ხდება, მისი ცხედარი მდინარე ცხენისწყალმა გამორიყა.

ამის შესახებ ინფორმაცია Ambebi.ge-ს ადგილობრივებმა დაუდასტურეს. ინფორმაცია დაგვიდასტურეს შსს-შიც.

"მე ლამაზი მეგობარი მყავდა,თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა... მიყვარხარ და შეხვედრამდე", - წერს ახალგაზრდა ქალის ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.

27 წლის ანის ახლობლები 10 მაისის შემდეგ ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი გაქრა.