მას შემდეგ, რაც მოსახლეობა თბილისის ქუჩებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებს, მთავრობის მომხრეების და პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა გაიზარდა. ისინი ღიად უწერენ კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ოჯახის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში, რომ ხმა ამოიღონ და დაგმონ ხელისუფლების საქციელი.
შეგვიძლია გავიხსენოთ დეპუტატ დავით კაჭარავას მეუღლის ქეთი ხატიაშვილის მისამართით დაწერილი კომენტარები.
მათ შორის, ვინც სოციალურ ქსელში კომენტარების ფუნქცია გათიშა, ერთ-ერთია თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე. დიზაინერმა ბოლო პოსტი 8 აპრილს გამოაქვეყნა, მას შემდეგ კომენტარების ფუნქცია გათიშული აქვს.
ნინა ზარქუა დიზაინერი და დეპუტატ ირაკლი ზარქუას დაა. დიზაინერი საჯარო ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს და "ინსტაგრამზე" 130 ათასი გამომწერი ჰყავს.
ნინა წლებია, რაც ალექსანდრე ამისულაშვილზეა დაქორწინებული. სპორტსმენი წლების განმავლობაში "დინამოსა“ და ეროვნული ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა.
ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.
დეპუტატის და ერთ-ერთია ცნობილ სახეებს შორის, რომელმაც "ინსტაგრამზე" კომენტარების ფუნქცია არ გამორთო. მართალია ბოლო პოსტი 11 მარტს აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ პერიოდულად ამ პოსტის კომენტარების ველში კანონის მოწინააღმდეგეები ხშირად შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც უწერენ.
"რატომ მწერთ ყველა "ფეიქ ექაუნთიდან?!“ მომწერეთ პირადით, იქნებ მართლა ღირდეს თქვენი მოსმენა“ - წერს ნინა ზარქუა.
"ვინც არ უნდა ვიყო - რატომღაც მჯერა, რომ გულში მაინც ჩვენს მხარეს ხართ და თქვენც სიამაყით გევსებათ გული, როცა ასი ათასობით სამართლიან, თავისუფალ და უშიშარ ადამიანებს ხედავთ. მიუხედავად ოჯახური და მეგობრული კავშირებისა...“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ნინა ზარქუას.
"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი ევროპას!“ - ასე უპასუხა დიზაინერმა გამომწერს
"დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ჩვენგან არ ისმენს და იქნებ თქვენ უთხრათ თქვენს ძმას, რომ არასწორს შვება და რუსეთში მიგვაქანებს. თუ ვერ გაიგო, ჰკითხეთ “ირაკლი, არ იუ ქიდინგ?“
"რომ ვნახავ, ვკითხავ...“ - ეს ზარქუას პასუხია, რომელიც ბოლო პოსტზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ დუბაიში იმყოფება.
წაიკითხეთ ასევე: