ავტორი:

მკვლელობა გარდაბანში - არსებული ინფორმაციით, ძმამ და მოკლა

მკვლელობა გარდაბანში - არსებული ინფორმაციით, ძმამ და მოკლა

გარდაბანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ და მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი სასიკვდილოდ დანით დაჭრა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

გარდაცვლილი ქალი 22 წლის იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობ.

  • Ambebi.ge არკვევს დეტალებს მომხდარის შესახებ. ინფორმაცია განახლდება.