17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. მას შემდგომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამ დღეს აღნიშნავს, წელს მთავრობამ 17 მაისი უქმედ გამოაცხადა.
ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
"დღევანდელი დღე იმის გააზრების შანსია ყველასთვის, ვინც იმ ადგილზე დადგება, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენს შვილებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, რომ: ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება ხელისუფლის ძალადობისგან შვილების დაცვას ნიშნავს და არა მათგან მოძალადე ხელისუფლის დაცვას…"