ავტორი:

"გამორჩეული ქალი, ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ეძებს საკუთარ ქვეყანაში არასტაბილურობას“ - რას აცხადებს კარასინი ზურაბიშვილის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე

"გამორჩეული ქალი, ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ეძებს საკუთარ ქვეყანაში არასტაბილურობას“ - რას აცხადებს კარასინი ზურაბიშვილის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა კომენტარი გააკეტა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დადების შესახებ და მას უწოდა "ქალი. რომელიც დაჟინებით ეძებს არასტაბილურობას თავის ქვეყანაში“.

  • "გამორჩეული ქალი, ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ეძებს საკუთარ ქვეყანაში არასტაბილურობას“, - აცხადებს კარასინი და დასძენს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზურაბიშვილის მიერ "უცნაურად უარყოფილია".

"ეს აჩენს კითხვებს, ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა არ დაკარგჰონ პროპორციის განცდა“, - წერს კარასინი "ტელეგრამის“ არხზე.

მანამდე კარასინმა კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონპროექტით მესამე მოსმენით მიღებაზე მოიწონა ხელისუფლების ნაბიჯი და თქვა, რომ "ეს ნაბიჯი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ხასიათის გამოვლინებაა“.

  • ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

"დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ნახეთ ასევე: