ავტორი:

მსხვერპლით დასრულდა ავარია ზუგდიდი-მესტიის გზაზე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულები ძმები არიან

მსხვერპლით დასრულდა ავარია ზუგდიდი-მესტიის გზაზე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულები ძმები არიან

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში ჩავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ორი ძმა იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: