ავტორი:

საშინელი ტრაგედია ესპანეთში: ბაბუამ მცირეწლოვანი შვილიშვილები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

საშინელი ტრაგედია ესპანეთში: ბაბუამ მცირეწლოვანი შვილიშვილები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

დღეს დილით, ესპანეთის ქალაქ ჰუეტორ ტაჯარში პოლიციამ სამი ადამიანის ცხედარი იპოვა - ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაბუამ თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გამოძიებასთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთ ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, მეორე კი სავარაუდოდ, გაგუდულია.

გამოძიების ცნობით, ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, 72 წლის მამაკაცის ქალიშვილი და მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მანქანა, რომელსაც თვითონ მართავდა, გვირაბის შესასვლელთან კედელს დაეჯახა.

ჰუეტორ ტაჯარის მერმა ფერნანდო დელგადომ მუნიციპალიტეტში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და ადგილობრივი ფესტივალის ბოლო დღე შეაჩერა.

"დამწუხრებული ვარ ამ საშინელი ტრაგედიის გამო. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ" - ნათქვამია მერის განცხადებაში.