ავტორი:

განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ

განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ

მე-12 კლასელები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები.

როგორც მე-12 კლასელები აცხადებენ, განათლების სამინისტროსთან შეკრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მათი თქმით, ქართველი ახალგაზრდების გულისტკივილია განათლება და მათი არჩევანია ევროკავშირი.

“ჩვენ მე-12 კლასელები ვართ, უკვე გამოვიარეთ სასკოლო ნაწილი, სტუდენტები უნდა გავხდეთ, რასაკვირველია, ჩვენი გულისტკივილი არის განათლება. ქართველ ახალგაზრდებს მთელი გულით გვინდა ევროკავშირი. ამიტომ, სიმბოლურად ავირჩიეთ განათლების სამინისტრო”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მე-12 კლასელები განათლების სამინისტროდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას.