ავტორი:

"წმინდა ფრინველის" ბუმბული აუქციონზე 46 000 დოლარად გაიყიდა - რატომ ღირს ის ძვირფას ლითონებზე ძვირი?

"წმინდა ფრინველის" ბუმბული აუქციონზე 46 000 დოლარად გაიყიდა - რატომ ღირს ის ძვირფას ლითონებზე ძვირი?

ახლა უკვე გადაშენებული ახალზელანდიური ფრინველის, ჰუიას ბუმბული ოქროზე ძვირად ფასობს. ბუმბული აუქციონზე რეკორდულ ფასად, 46 521 დოლარად გაიყიდა, რაც მსოფლიო რეკორდია. აქამდე ფრინველის ბუმბული ასეთ ფასად არ გაყიდულა.

ექსპერტები 3000 დოლარზე უფრო მეტად გაყიდვას არ ელოდნენ, თუმცა ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა.

  • ფრინველ ჰუიას მაორის ხალხი წმინდად მიიჩნევდნენ. მათ ბუმბულებს ტომის ბელადები და სხვა დაწინაურებული პირები ატარებდნენ და სოციალური სტატუსის მანიშნებელი იყო. მისი ბუმბული მიიჩნეოდა ძვირფას საჩუქრად და იყო ვაჭრობის საგანი. ბოლოს ეს ფრინველი 1907 წელს ნახეს. ეს არის დადასტურებული მონაცემები, თუმცა ახალი ზელანდიის მუზეუმში აცხადებენ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფრინველი დაახლოებით 30 წლის წინაც შენიშნეს.

ჰუია პატარა, მგალობელი ფრინველი იყო, რომელიც ულამაზესი ბუმბულით გამოირჩეოდა.

Webb's აუქციონის სახლის დეკორატიული ხელოვნების ხელმძღვანელი ლეა ამორისი ამბობს, რომ ფრინველის ბუმბული "შესანიშნავ მდგომარეობაში" იყო.

”გაყიდულ ბუმბულს ჯერ კიდევ აქვს თავისი ძალიან მკაფიო ბზინვარება შენარჩუნებული და არ არის დაზიანებული”, - ამბობს მორისი მედიისთვის. უცნობია, ვინ არის ძვირფასი ბუმბულის მფლობელი.

  • ანასტასია შალიკაშვილი