ავტორი:

"ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში" - აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

"ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში" - აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

"ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატო-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“, - აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.