თვითმფრინავში, რომელიც ლონდონი-სინგაპურის რეისს ასრულებდა, ძლიერი ტურბულენტობის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
"სინგაპურის ავიახაზების“ განმარტებით, თვითმფრინავში 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის განცხადებით, მუშაობს ტაილანდის ხელისუფლებასთან მგზავრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით და ბანგკოკში ჯგუფს აგზავნის.