ავტორი:

"მალე გული გამისკდება ბედნიერებისგან" - ჯვრისწერა "ადიდასის" სპორტულებში და სიყვარულის ახსნა საჯაროდ: რა არის ცნობილი ტატო გრიგალაშვილის პირად ცხოვრებაზე?

"მალე გული გამისკდება ბედნიერებისგან" - ჯვრისწერა "ადიდასის" სპორტულებში და სიყვარულის ახსნა საჯაროდ: რა არის ცნობილი ტატო გრიგალაშვილის პირად ცხოვრებაზე?

24 წლის ტატო გრიგალაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტსმენმა 81 კგ წონით კატეგორიაში გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება შეჯიბრის დროს გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ გრიგალაშვილს თავის არეში ჭრილობიდან სისხლი მოსდის. მას ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია.

პირადი ცხოვრება

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გახდა. წარმატებული კარიერის პარალელურად, ცნობილია, რომ სპორტსმენს ჰყავს მეუღლე თაკო გოგოლაძე და 2 წლის ვაჟი.

"თაკოს სული და გული ხარ. მალე გული გამისკდება ამხელა ბედნიერებით, ჯერ კიდევ ხელები მიკანკალებს. საუკეთესო მიძღვნა მსოფლიოში" - წერს სპორტსმენის მეუღლე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ.

წყვილმა ჯვარი 2020 წელს დაიწერა.

"გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა - უცებ დავიწერე ჯვარი "ადიდასის" სპორტულებში. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა.“ - წერდა სპორტსმენის მეუღლე.

წყვილი ღიად უხსნის ერთმანეთს სიყვარულს. ერთ-ერთ პოსტში სპორტსმენს მეუღლესთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე უწერია:

"გავა დრო და მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. ყველაზე მეტად მიყვარხარ, ჩემო ადამიანო.“

წაიკითხეთ ასევე: