ავტორი:

მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა

მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა

პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა ნატურალიზმი აირჩიეს და თმის შეღებვაზე უარი თქვეს. იმ პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ცნობილი ქალების ფოტოები, რომლების კამერებთან ჭაღარა თმით პოზირებდნენ.

მას შემდეგ, ნატურალიზმი ერთგვარ მოდად იქცა და ბევრი ქალი დღემდე უარს ამბობს თმის შეღებვაზე და ჭაღარით პოზირებს წითელ ხალიჩაზეც კი. ამ მოდას ქართველები არ აჰყოლიან, მაგრამ ორი კვირის წინ, ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა შვეიცარიიდან დაბრუნებულმა მაკა ასათიანმა, რომელიც საღამოზე სრულიად ჭაღარა მივიდა.

წყარო გვიყვება, რომ დიზაინერი და ცნობილი ქართველი ქალი ბოლო დროს ნატურალიზმს ანიჭებს უპირატესობას.

საქართველოში სტუმრად მყოფი მაკა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობასაც დაესწრო. დიზაინერს შავი კაბა აცვია და ყელზე შინდისფერი შარფი აქვს მოხვეული.

როგორც წყარო გვიყვება, მაკა ახლოს იცნობს ვაკის მაცხოვრის ტაძრის მოძღვარ შალვა კეკელიას. კადრებში ჩანს, რომ ისინი თბილად ესაუბრებიან ერთმანეთს. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დროს მაკა ხატმწერი გახდა.

დიზაინერი მაკა ასათიანი პოპულარული ჯერ კიდევ 90-იან წლებში გახდა. მისი თამამი ჩვენებები მოდის ინდუსტრიაში ერთგვარი გარღვევა იყო. ხშირად იწერებოდა მის პირად ცხოვრებაზეც. ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მეუღლე ორ ვაჟს ზრდიდა. წყვილის დაშორებიდან წლების შემდეგ, მაკა ბიზნესმენ კოტე გოგელიაზე გათხოვდა. წყვილი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა და ქართული მედიის თვალსაწიერიდანაც გაქრა. წყვილს მალე საერთო შვილი, ვაჟი შეეძინათ. მაკა საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

წლების წინ მაკას ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სააგენტოს დაფუძნებით დაიწყო. კარგა ხანს მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანიას - "აირზენასაც" ხელმძღვანელობდა. მაკა ასათიანის მეუღლის, კოტე გოგელიას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით, 50 მილიონი დოლარია.

ცნობილი დიზაინერი და ლამაზი ქართველი ქალი 45 წლის ასაკში გახდა ბებია, როდესაც უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას ქალიშვილი ლეა შეეძინა. მის ამჟამინდელ საქმიანობაზე არაფერია ცნობილი, მაკა საქართველოში მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ჩამოდის. ისიც ისე, რომ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს...

წაიკითხეთ ასევე: