ლიტერატურის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ - 30 ივნისიდან 2 მაისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს ტრადიციულად შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით, შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და ჩაერთონ დისკუსიებში.
50-მდე გამომცემელს შორის, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას, წარმოდგენილი იქნება „პალიტრა L“, რომელიც მკითხველს ფასდაკლებებს, ახალ სერიებსა და წიგნებს შესთავაზებს.
სერიებს შორის წარმოდგენილი იქნება: „იკითხე ქართული XXI“, რომელიც მკითხველს თანამედროვე ქართველი ავტორების აღმოჩენაში დაეხმარება; „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, რომლის პირველი ხუთეული უკვე ხელმისაწვდომია.
გარდა ამისა, მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს, თანამედროვე ავტორების უახლეს გამოცემებს: თეონა დოლენჯაშვილი - „მეამბოხე“, რამაზ გიგაურის - „წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერები“, ბასა ჯანიკაშვილი - „მე გადმოვცურავ ზღვას“, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „ჩემი ადამიანი“.
„პალიტრა L-მა“ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, არც დეტექტივების დედოფლის აგატა კრისტის თარგმანები დაივიწყა და მკითხველს სპეციალურ ფასად შესთავაზებს მათ. დეტექტივებს შორის იქნება „კარიბის საიდუმლოება“ და „ერთი, ორი, მოფრინდა ქორი“, რომელიც ქართულ ენაზე მხოლოდ ახლახან ითარგმნა.
ამასთან, ახლად თარგმნილ წიგნებს შორის მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეარჩიოს თანამედროვე ფრანგი მწერლის ანი ერნოს - ქალი; ტეილორ ჯენკინს რეიდის – დეიზი ჯოუნსი და ექვსეული; ლენი ბრაუნი და სხვა.
ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ახალი გამოცემა „ძალაუფლების 48 კანონი“, რომელიც არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს უყვება ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, „პალიტრა L-ის“ სტენდთან შეხვდეს თანამედროვე ავტორებს, დაუსვან კითხვები, აიღონ მათგან ავტოგრაფები, გადაიღონ ფოტოები.
გამომცემლობა მოემზადა როგორც ზრდასრულ, ისე პატარა მკითხველთან შესახვედრად, რომელსაც მე-6 პავილიონში ნამდვილი დღესასწაული ელოდება. სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ლიტერატურა მოიცავს ისეთ წიგნებს, როგორიცაა: „პიტერ პენი“, „ჯუნგლის წიგნი“, ლელა ცუცქირიძე - „ვუუ და ემოციების გალაქტიკა“, დიანა ანფიმიადი - „მფარველი ანგელოზი“, ნინო ქადაგიძე - „ონანა - ჩანაწერები მეგობრობის დღიურში“.
არ გამოტოვოთ ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული და შეთავაზებები, რომლით სარგებლობაც მხოლოდ საფესტივალო პერიოდშია შესაძლებელი.
R