ავტორი:

როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა არწივების მიგრაციის პროცესზე? - "საფრთხე ექმნება ფრინველის ამ სახეობის არსებობას"

როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა არწივების მიგრაციის პროცესზე? - "საფრთხე ექმნება ფრინველის ამ სახეობის არსებობას"

ახალი კვლევის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არწივებმა მიგრაციის მარშრუტი შეიცვალეს. მათი ჰაბიტატები ომის შედეგად დაზიანებული ან სრულიად განადგურებულია. მკვლევრები თვლიან, რომ შეიარაღებული კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ფრინველის ამ სახეობის არსებობას.

  • არწივები ყოველ გაზაფხულზე, უკრაინის გავლით, ბელარუსის ტერიტორიაზე მიფრინავენ. ეს მათი სეზონური მოძრაობაა, რა დროსაც ისინი ფარავენ ასობით და ათასობით კილომეტრს იმისთვის, რომ იპოვონ საუკეთესო გარემო საკვების მოსაპოვებლად, გამრავლებისათვის და საკუთარი ბარტყების იდეალურ გარემოში გაზრდისათვის.

ხოლო მაშინ, როდესაც საბუდარ ტერიტორიებზე ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, მოდის დრო, რომ გადაინაცვლონ იქ, სადაც საცხოვრებელი პირობები უკეთესია. ფრინველთა უმრავლესობა მიგრირებს ჩრდილოეთის საბუდარი ტერიტორიებიდან, სამხრეთის გამოსაზამთრებელი ტერიტორიების მიმართულებით.

ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ორნითოლოგიის ბრიტანული ტრასტის მკვლევრებმა თავიანთი დასკვნები ჟურნალ Current Biology-ში გამოაქვეყნებს.

"უკრაინის ომმა დამღუპველი გავლენა მოახდინა ადამიანსა და გარემოზე. ჩვენი აღმოჩენები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კონფლიქტები ველურ ბუნებაზე. ვფიქრობ, რომ უკრაინაში კონფლიქტი ძირეულად არღვევს ამ სახეობის მიგრაციულ ეკოლოგიას. ყველაფერმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არწივების გამრავლების უნარზე“, - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ჩარლი რასელი.

წყარო