ავტორი:

ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატი ცვლილების გავლენა გარემოზე: რას უკავშირებენ მკვლევრები წყლის ფერის ცვლილებას?

ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატი ცვლილების გავლენა გარემოზე: რას უკავშირებენ მკვლევრები წყლის ფერის ცვლილებას?

მედიის ცნობით, ალასკაში ათობით მდინარე და ნაკადული ნარინჯისფერი გახდა, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

მეცნიერთა განმარტებით, გაყინული ნიადაგის ზედაპირის დნობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში "გამომწყვდეულ" სხვადასხვა მინერალებს ათავისუფლებს, შემდეგ ისინი წყლის ნაკადებს უერთდებიან, რაც მდინარეების ფერის შეცვლას იწვევს.

"ეს კლიმატური ცვლილების მოულოდნელი გავლენაა, რომლის გამოც ჩვენს ყველაზე ხელუხლებელ მდინარეებზეც კი ვხედავთ ცვლილებებს", - თქვა კვლევის ავტორმა და კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის გარემო ტოქსიკოლოგიის მკვლევარმა, პროფესორმა ბრეტ პულინმა.

  • ყინულის დნობა მინერალებს ჟანგბადთან კონტაქტის საშუალებას აძლევს, რაც წყლის მჟავიანობას ზრდის და მასში ისეთ ლითონებს ხსნის, როგორებიცაა თუთია, სპილენძი, კადმიუმი და რკინა. სწორედ რკინა აძლევს მდინარეებს ასეთ ელფერს, რომელიც სატელიტური სურათებიდანაც კი ჩანს.

ამ ფენომენის შესწავლა პირველად 2018 წელს დაიწყეს, როცა მკვლევრებმა ჩრდილოეთ ალასკაში რძისფერ-ნარინჯისფერი მდინარეები შენიშნეს. სახეშეცვლილი მდინარები მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლის კამკამა წყლებისგან.

ალასკის ერთ-ერთი მდინარე 2016 და 2018 წლებში

მკვლევრების თქმით, ბოლოდროინდელი კვლევა ხაზს უსვამს სასმელი წყლის პოტენციურ დეგრადაციას და მავნე გავლენას წყლის ბინადრებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში მდინარე აკილიკის შენაკადში ორი ადგილობრივი თევზის სახეობა საერთოდ გაქრა.

არქტიკაში წყალი ჟანგისფერი შეფერილობის ზაფხულობით, ივლისსა და აგვისტოში ხდება.

"ეს ის ტერიტორიაა, რომელიც 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ამგვარი ეფექტების გაგრძელებას მომავალშიც მოველით"- აცხადებს მკვლევარი სკოტ ზოლკოსი.

წყარო:theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა