ავტორი:

"პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ აქვს“ - რას ამბობენ კრემლში დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ

"პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ აქვს“ - რას ამბობენ კრემლში დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ

ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს, ევან გერშკოვიჩს ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით მას შემდეგ გაათავისუფლებს, როგორც კი იგი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.

"ბუნებრივია, პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ აქვს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ნახეთ ასევე: