ავტორი:

"სისხლიანი მდინარე" - უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცებით სავსე ნავი დაბომბეს

"სისხლიანი მდინარე" - უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცებით სავსე ნავი დაბომბეს

ნავი, რომელშიც შვიდი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ნესტრიჰას კუნძულთან უკრაინული კამიკაძე დრონით ააფეთქეს. შემთხვევის ამსახველ კადრებს thesun ავრცელებს. ნავი მთლიანად განადგურდა და მასზე მყოფი ყველა ოკუპანტი ჯარისკაცი დაიღუპა. ნესტრაჰის კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტერიტორიაა, "რადგან კუნძულის მდებარეობა ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროს დაბომბვის საშუალებას იძლევა".

მანამდე უკრაინამ იერიში მიიტანა რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე. შედეგად განადგურდა 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ამან გამოიწვია ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.