ავტორი:

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნისთვის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - რის დამტკიცებას ცდილობდნენ სასამართლოზე მხარეები?

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნისთვის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - რის დამტკიცებას ცდილობდნენ სასამართლოზე მხარეები?

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ფრანგული ღვინის ქარხნის სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდა - ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს ქარხნის წილის გაყიდვის საქმეზე ედავებოდა. ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოლიმ, 60 დღის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც მან მესამე მხარესთან 2014 წლიდან 2022 წლამდე შეათანხმა.

60 წლის ბრედი კალიფორნიისა და ლუქსემბურგის სასამართლოებში "შატო მირავალის“ მართვის საკონტროლო პაკეტისთვის იბრძოდა, მას შემდეგ, რაც 48 წლის ჯოლიმ თავისი წილი იური შეფლერს, რუსული არყის გიგანტური კომპანიის მფლობელს მიჰყიდა.

ანჯელინას თქმით, პიტის მტკიცება, რომ მათი ფრანგული ღვინის ბიზნესის აშენება მისი დამსახურებაა, ტყუილია. ჯოლი ყოფილ ქმარს ჰოლივუდელ დილეტანტს უწოდებს და ამბობს, რომ ვენახის გაშენებაში ბრედს არანაირი წვლილი არ მიუძღვის და რომ "მისი წვლილი მამულში მხოლოდ რამდენიმე ვიზიტია". ამ ვიზიტების დროს კი ის "ფრანგი მევენახეების ცქერით ტკბებოდა".

პიტმა და ჯოლიმ "შატო მირავალის" ვენახის ქონება 2008 წელს იყიდეს. როგორც პიტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღვინის ქარხანა მსახიობის ნამდვილ ვნებად იქცა და მისი ძალისხმევით გადაიქცა "მრავალ მილიონდოლარიან ბიზნესად“. ამავდროულად, ჯოლიმ არაფერი გააკეთა პროექტის წარმატებისთვის. გარდა ამისა, პიტმა თქვა, რომ მას და ჯოლის ჰქონდათ შეთანხმება, რომ არ გაეყიდათ თავიანთი წილები ბიზნესში ურთიერთშეთანხმების გარეშე, მაგრამ ანჯელინამ ეს შეთანხმება დაარღვია. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ 2019 წელს განქორწინდნენ.