ავტორი:

კოლუმბია საგანძურით სავსე, ჩაძირული ესპანური გემის შესასწავლად ექსპედიციას იწყებს, რაც ქვეყნებს შორის დაძაბულობის მიზეზი შეიძლება გახდეს

კოლუმბია საგანძურით სავსე, ჩაძირული ესპანური გემის შესასწავლად ექსპედიციას იწყებს, რაც ქვეყნებს შორის დაძაბულობის მიზეზი შეიძლება გახდეს

ამ ცოტა ხნის წინ, კოლუმბიამ ახალი წყალქვეშა ექსპედიცია დაიწყო, რომლის მიზანიც ესპანეთის სამხედრო ხომალდის "სან ხოსეს" შესწავლაა. გემი 300 წლის წინ, კარიბის ზღვაში ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით მის ბორტზე მილიარდობით დოლარის ღირებულების არტეფაქტი იყო.

მასაჩუსეტსის ვუდს-ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (WHOI) საზღვაო მეცნიერთა თქმით, "სან ხოსეს“ ჩაძირული სიმდიდრის ღირებულება ამჟამინდელი კურსით 17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი აღმოჩენა ავტომატური წყალქვეშა მოწყობილობის, REMUS 6000-ის საშუალებით მოხერხდა, როდესაც კოლუმბიის ბარუს ნახევარკუნძულის სანაპიროებს იკვლევდნენ. WHOI-ის განცხადებით, გემი ოკეანის ფსკერზე, 600 მეტრ სიღრმეშია ჩაძირული.

ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ფლოტში არსებული გემი 1708 წელს, ბრიტანეთის ესკადრონთან ბრძოლისას ჩაიძირა. განძის გარდა, ხომალდი ასევე დატვირთული იყო თოფის წამლის მნიშვნელოვანი არსენალით.

კოლუმბიის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის (ICANH) განცხადებით, ექსპედიციის პირველი ეტაპი ფოკუსირებული იქნება გემის გადაღებაზე არაინტრუზიული დისტანციური სენსორების გამოყენებით.

სან ხოსეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია გემის კულტურული და ისტორიული არტეფაქტების გამო, თუმცა ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული ბრძოლა - კოლუმბია ამტკიცებს, რომ "სან ხოსე" 2015 წელს, საერთაშორისო მეცნიერების დახმარებით აღმოაჩინა. პარალელურად, აშშ-ში დაფუძნებული საზღვაო კომპანია Sea Search-Armada (SSA) კი ამტკიცებს, რომ მათ ხომალდი 1980-იანი წლების დასაწყისში იპოვეს. კოლუმბიის მთავრობა უარყოფს SSA-ს პრეტენზიებს. შესაძლოა ახლა პრეტენზია ესპანეთმაც გამოთქვას, რადგან "სან ხოსე“ ესპანეთის დროშის ქვეშ ცურავდა.