გჭირდებათ შემოსავლი მაგრამ დასაქმება გიჭირთ? ვერ ახერხებთ სამუშაო გრაფიკის დაბალანსებას? - ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
სამუშაო ბაზარზე ბევრ ადამიანს უჭირს მუდმივი სამსახურის მოძიება. ეს სირთულე გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ეკონომიკური კრიზისებით, ტექნოლოგიური წინსვლებით და ინდუსტრიის მოთხოვნების ცვალებადობით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღიური სამუშაოები გახდა ღირებული რესურსი მათთვის, ვინც ეძებს დასაქმებას სხვადასხვა სფეროში.
საქართველოში დღიური დასაქმების არეალი მრავალფეროვანია და მოიცავს ფაქტობრივად ყველა სფეროს, თუმცა, ძირითადად ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო მიმართულები უკავშირდება მშენებლობას და წარმოებას. ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ დღიური სამუშაოს ალტერნატივებს, გასწავლით როგორ დასაქმდეთ მარტივად და მოგცემთ ღირებულ რჩევებს წარმატების მისაღწევად.
მუდმივი სამუშაოს ძიება ყოველთვის სავსე იყო გამოწვევებით, მაგრამ ბოლო წლებში გაიზარდა სტაბილური, გრძელვადიანი პოზიციების უზრუნველყოფის სირთულე. მუდმივი სამუშაოს მოძიება განსაკუთრებით რთულია როდესაც არ გვაქვს ცოდნა თუ გამოცდილება კონკრეტულ სფეროში დასასაქმებლად, ასევე მუდმივ სამუშაოზე ვერ დავსაქმდებით თუ გვაქვს გრაფიკის ან დასვენების დღეების პირადი საჭიროება, იქნება ეს სწავლა, ჯანმრთელობა თუ პირადი პრობლემები. მსგავსი შემთხვვეებისათვის საუკეთესო გამოსავალი სწორედ დღიური სამუშაოა.
დღიური სამუშაოების უპირატესობები:
დღიური სამუშაოების არეალი საკმაოდ ფართეა, ბევრი სპეციალობისა ადამიანი მუშაობს დღიურად თავისი პროფესიით, თუმცა ამ შემთხვევაში გვსურს ხაზი გავუსვათ დღიური სამუშაოს ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - მუშა გამოძახებით. ამ სახელწოდებით ბევრი კომპანია და ფიზიკური პირი ეძებს კადრებს დროებით დასასაქმებლად. იქნება ეს სამშენებლო სარემონტო მომსახურება, წარმოება, დასუფთავება თუ სხვა.
დღიური სამუშაოს ძირითადი არეალია:
თანამშრომლის როლი კომპანიის წარმატებაში
დასაქმების ნებისმიერ არეალში სამუშაოს შესრულების ხარისხი უმთავრესია, დღიური სამუშაოების შემთხვევაში კი ეს კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება. როდესაც ბიზნესი ქირაობს დღიურ მუშებს, ისინი ხშირად ეძებენ კადრებს, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად შეეგუონ ახალ გარემოს და შეისწავლონ საქმე საფუძვლიანად. წარმატებულად ადაპტირების შემთხვევაში კი ხშირად სთავაზობენ მუდმივ სამუშაოს. ეს მეთოდი ეხმარება კომპანიას, გამოსცადოს თანამშრომლები საქმეში სანამ გრძელვადიან დასაქმებას შესთავაზებს მათ.
კომპანიიის წარმატებასა თუ წარუმატებლობას ხშირად სწორედ თანამშრომლები განაპირობებენ. ისინი წარმოადგენენ კომპანიის სახეს, სწორედ ამიტომ, მათ საფუძვლიან შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სწორი დამსაქმებლის ძიება
ისევე, როგორც ბიზნესისთვის გადამწყვეტია კარგი თანამშრომლების პოვნა, თანაბრად მნიშვნელოვანია კარგი დამსაქმებლების მოძებნაც. სამუშაო გარემოს ხარისხმა, თანამშრომლების მოპყრობამ და მთლიანი კომპანიის კულტურამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თანამშრომლის გამოცდილებასა და შრომით კმაყოფილებაზე.
იმ პირებისთვის, რომლებიც ეწევიან დღიურ სამუშაოს, კარგი დამსაქმებლის პოვნა ნიშნავს ისეთი კომპანიების ძიებას, რომლებიც გვთავაზობენ სამართლიან ხელფასს, პატივს სცემენ დასაქმებულთა უფლებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო და ხელსაყრელ სამუშაო გარემოს. ისინი აცნობიერებენ, რომ ბედნიერი და მოტივირებული თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან.
უფრო მეტიც, კარგი დამსაქმებლები ხშირად უზრუნველყოფენ ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს, თუნდაც მათი დროებითი პერსონალისთვის. მათი თანამშრომლების ზრდაში ეს ინვესტიცია არა მხოლოდ აძლიერებს სამუშაოს უშუალო შესრულებას, არამედ ქმნის ლოიალობას და პოზიტიურ რეპუტაციას, იზიდავს უფრო მაღალი ხარისხის კანდიდატებს.
დღიური სამუშაოს ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება სხვადასხვა კომპანიიის, პოზიციების და გამოცდილების გათვალისწინებით. დღიური სამუშაოს საშუალო ანაზღაურება საქართველოში 50-100 ლარამდე მერყეობს. რაც უფრო რთულია სამუშაო და კვალიფიციურია კადრი ანაზღაურებაც შესაბამისად იმატებს. იმისათვის რომ მივიღოთ მაქსიმალური ანაზღაურება და დავსაქმდეთ უკეთესი პირობებით რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
რჩევები დასაქმების ხელშესაწყობად:
როგორ დავუკავშირდეთ დამსაქმებლებს?
ტექნოლოგიების წყალობით დღეს დამსაქმებლებთან დაკავშირება ბევრად მარტივი პროცესია. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ონლაინ პლათფორმები თქვენი სერვისის შესათავაზებლად. მაგალითად შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი მომსახურება შესაბამის ვებგვერზე თქვენი მომსახურების შესახებ, მიუთითოთ თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, დასაქმების სავარაუდო არეალი და პირობები, ატვირთეთ თქვენი შესრულებული სამუშაოების ფოტოები ასეთის არსებობის შემთხვევაში. მსგავს ვებგვერდებს ხშირად ეცნობიან პოტენციური დამსაქმებლები და ეძებენ კადრებს, თქვენი სერვისით დაინტერესებული პირები დაგიკავშირდებათ პირადად და შემოგთავაზებენ თავის სამუშაო პირობებს.
შეგიძლიათ ასევე გადააგზავნოთ რეზიუმეები სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებულ აქტიურ ვაკანსიებზე, ან მიმართოთ პირდაპირ იმ კომპანიას, რომელთან თანამშრომლობაც გსურთ. დასაქმების სხვადასხვა მეთოდის მოსინჯვა დააჩქარებს დასაქმების პროცესს და საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ სასურველი სამუშაო რამდენიმე ვარიანტის შემთხვევაში.
დღევანელ სამუშაო ბაზარზე დღიური სამუშაო შესაძლებელია იყოს დასაქმების უალტერნატივო შესაძლებლობა და შემოსავლის ღირებული წყარო. დღიური დასაქმება გთავაზობთ მოქნილობას, განვითარებას, შესაძლებლობებს და მყისიერ შემოსავალს, რაც დაგეხმარებათ დაძლიოთ სირთულეები სამუშაო ბაზრზე.
განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები, ინტერესის სფერობი და საჭიროებები, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და შეუდექით სამუშაოს ძიებას. გახსოვდეთ, წარმატება არის მომზადების, შრომისმოყვარეობის და წარუმატებლობისგან სწავლის შედეგი.
NS