ავტორი:

"პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის იმ პირობით, თუ..." - რას წერს Reuters-ი?

"პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის იმ პირობით, თუ..." - რას წერს Reuters-ი?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები დაიწყოს, იმ პირობით, თუ უკრაინა აღიარებს ბრძოლის ველზე ამჟამად არსებულ ვითარებას - ამის შესახებ reuters-ს ოთხმა რუსულმა წყარომ განუცხადა.

მათი თქმით, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ დასავლეთი ყველანაირად ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყება შეაფერხოს.

"პუტინს შეუძლია იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, მაგრამ ახლა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის“, - ამბობს ერთ-ერთი წყარო.

პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა მოლაპარაკებებისთვის და არ სურს "მარადიული ომი".

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ 2022 წლის სექტემბერში, პირველი მობილიზაციის შემდეგ, რუსეთში პუტინის პოპულარობა შემცირდა. წყაროებმა ისიც აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის აზრით, ომში აქამდე მოპოვებული მიღწევები საკმარისია რუსი ხალხის გამარჯვებისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა როიტერის შეკითხვებს არ უპასუხეს. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს წაართვა. 2022 წელს კი ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც პუტინთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება "შეუძლებლად" გამოაცხადა.

ცნობისთვის, უკრაინა ემზადება მოლაპარაკებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო აზრის გაერთიანებას ომის დასრულების შესახებ. მოლაპარაკებებს შვეიცარია უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე რუსეთი არ მიუწვევიათ.