ავტორი:

XXI საუკუნის თინეიჯერი წმინდანი - ვინ იყო "კომპიუტერული გენიოსი", რომლის წმინდანად შერაცხვას კათოლიკური ეკლესია გეგმავს

XXI საუკუნის თინეიჯერი წმინდანი - ვინ იყო "კომპიუტერული გენიოსი", რომლის წმინდანად შერაცხვას კათოლიკური ეკლესია გეგმავს

კათოლიკური ეკლესია "კომპიუტერულ გენიოსად" ცნობილი ბიჭის წმინდანად შერაცხვას აპირებს.

კარლო აკუტისის ბეატიფიკაცია, ანუ ნეტარად შერაცხვა კათოლიკურ ეკლესიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ვატიკანის ცნობით, ბეატიფიკაციის საფუძველი სასწაული გახდა: გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრაზილიელმა სასულიერო პირმა სწორედ მას შესთხოვა კუჭქვეშა ჯირკვლის თანდაყოლილი დეფორმაციის მქონე, სერიოზულად დაავადებული ბიჭუნას გამოჯანმრთელება, რომლის მდგომარეობამაც ლოცვიდან სამი დღის შემდეგ დაიწყო გაუმჯობესება.

კარლო აკუტისი ბავშვობაში

კარლო აკუტისი ლონდონში, იტალიელი მშობლების ოჯახში დაიბადა, შემდეგ კი საცხოვრებლად მილანში გადავიდა.. იგი 2006 წელს, 15 წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაიცვალა - დედის თქმით, ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც ვიდეოთამაშები უყვარდა, თუმცა ასევე ჰქონდა "განსაკუთრებული სულიერი ცხოვრება ინტერნეტში“.

ირკვევა, რომ კარლომ დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და შექმნა საიტი, რომელზეც მსოფლიო მასშტაბით მომხდარი ქრისტიანული სასწაულების კატალოგი განათავსა. აკუტისი თანამედროვე ნეტართა შორის ასაკით ყველაზე პატარაა. წმინდანად შერაცხვის შემთხვევაში, ის პირველი მილენიალი წმინდანი გახდება.

წყარო: bbc