ავტორი:

კუნძული ინდონეზიაში, სადაც ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - "ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ტოვებენ"

კუნძული ინდონეზიაში, სადაც ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - "ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ტოვებენ"

ინდონეზიაში მდებარე კუნძულ სულავესზე უნდა მოგიყვეთ, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უჩვეულო და ბევრისთვის წარმოუდგენელი ტრადიცია არსებობს. იქ ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ.

2005 წლის მონაცემებით, სულავესზე 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაკასარი. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია რელიგიაა ისლამი.

საყვარელი ადამიანების დაკარგვა ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ სხვადასხვა რელიგიისა თუ ტრადიციის ადამიანები განსხვავებულად უმკლავდებიან გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს. მაგალითად კუნძულ სულავესზე, უხსოვარი დროიდან არსებობდა ტრადიცია, რომელიც მნახველს აოცებს, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისგან მიყენებული ტკივილის დაძლევაში ეხმარებათ.

ამისთვის კი სულავესში მიცვალებულის ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში ტოვებენ.

სულაველები დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი მაშინვე არ უნდა დაიკრძალოს. მას შეუძლია იმდენ ხანს დარჩეს სახლში, სადაც ცხოვრობდა, სანამ მისი საყვარელი ადამიანები საჭიროდ მიიჩნევენ. ამავდროულად, გარდაცვლილს ისე ექცევიან, თითქოს ის ცოცხალი იყოს. ითვლება, რომ მას სძინავს ან ავად არის, მაგრამ ყველაფერს ესმის და გრძნობს. ისინი ცდილობენ მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავდეთ, არ ტოვებენ მარტო. უვლიან, უცვლიან ტანსაცმელს და პერიოდულად აბანავებენ. გარდაცვლილს საკვებს, წყალს და სიგარეტსაც კი უტოვებენ.

როდესაც ოჯახი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მზად არიან ცხედარი დაკრძალონ (უფრო სწორად, საძვალეში მოათავსონ), იწყება მზადება დაკრძალვისთვის. რიტუალის დროს ისინი ცეკვავენ, მღერიან და მსხვერპლად კამეჩებს სწირავენ. მათ სჯერათ, რომ კამეჩები გარდაცვლილის სულს შემდგომ ცხოვრებაში ეხმარებიან, ამიტომ ისინი უამრავ ცხოველს კლავენ, კერძებს დიდ ცეცხლზე ამზადებენ და უმასპინძლდებიან ყველას, ვინც მიცვალებულს უკანასკნელ მოგზაურობაში გააცილებს.

დაკრძალვაც უჩვეულო გზით ხდება: ცხედარს მთაში მდებარე გამოქვაბულში ათავსებენ, სადაც სპეციალურ საძვალეა მოწყობილი. ახლობლებმა იციან, რომ დამშვიდობება ხანგრძლივი არ არის და გარდაცვლილის ნახვა ისევ შეუძლიათ. ამ ტრადიციას მანენე ჰქვია. ორ-სამ წელიწადში ერთხელ ოჯახი მიდის მიცვალებულთან, გამოჰყავს საძვალიდან, სამახსოვროდ იღებს ოჯახურ ფოტოს. რიტუალში მონაწილეობენ როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მათთვის გარდაცვლილ ნათესავებს სამუდამოდ სძინავთ, მაგრამ სულაც არ არის ეს ტრაგედია.

საძვალეში, სადაც მიცვალებული განისვენებს, გვერდით ყოველთვის უდევს ხისგან გამოთლილი ხელნაკეთი თოჯინები. ეს ფიგურა მიცვალებულის "ასლია" მათ ხშირად აცვიათ მსგავს ტანსაცმელი.

ასეთ თოჯინებს ტაუ-ტაუს უწოდებენ და ისინი იმ ფოტოების ანალოგია, რომელსაც ქრისტიანები გარდაცვლილის საფლავზე დადგმულ ძეგლზე ახატავენ. ასეთი თოჯინების დამზადება ძვირი ღირს, დაახლოებით 1000 დოლარი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამისთვის ფულს არ იშურებს.