ავტორი:

40 წლით პატიმრობა მიესაჯა ამერიკელ ქალს, რომელმაც 5 შვილის დედა მოკლა და 6 კვირის ბავშვი მოიტაცა

40 წლით პატიმრობა მიესაჯა ამერიკელ ქალს, რომელმაც 5 შვილის დედა მოკლა და 6 კვირის ბავშვი მოიტაცა

35 წლის ერიკა მირანდა-ალვარესს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - 2017 წელს, მან ხუთი შვილის დედა, კაროლინა ფლორესი მოკლა და მისი 6 კვირის ბავშვი გაიტაცა. ალვარესი ფლორესის ოჯახთან წლების განმავლობაში მეგობრობდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ერიკას მუცელი მოეშალა, სწორედ ეს გახდა სასტიკი დანაშაულის მოტივი. მკვლელობა 2017 წლის 19 დეკემბერს მოხდა.

პოლიციამ მაშინვე დაიწყო დაკარგული ბავშვის ძებნა. საბოლოოდ, ჩვილი ალვარესის ბინაში იპოვეს. დამნაშავე ადგილზე დააკავეს. ალვარესი პოლიციას უმტკიცებდა, რომ ბავშვი სახლში მას შემდეგ წაიყვანა, რაც დედამისი გარდაცვლილი იპოვა.

"მან ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. ვისურვებდი, ამ ყველაფრის გამოსასწორებელი გზა არსებობდეს, მაგრამ შეუძლებელია იმ ტკივილის დავიწყება, რაც ბრალდებულმა დაღუპულის ოჯახის წევრებს მიაყენა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ სამართლის აღსრულებას" - განაცხადა მოსამართლემ.

წყარო