ავტორი:

29 წლის ქალი დეპრესიას ვერ უძლებდა, ამიტომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა - მომხდარმა ჰოლანდიის საზოგადოება ორად გაყო

29 წლის ქალი დეპრესიას ვერ უძლებდა, ამიტომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა - მომხდარმა ჰოლანდიის საზოგადოება ორად გაყო

ზორაია ტერ ბიკიმ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა. ექიმებმა მას ქრონიკული დეპრესიისა და პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ქალი რამდენიმე წელი ჰოლანდიის მთავრობისგან ევთანაზიის უფლების მინიჭებას ითხოვდა, სასამართლომ მისი მოთხოვნა 3-წლიანი ლოდინის შემდეგ გაითვალისწინა. იგი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე, ევთანაზიის საექსპერტო ცენტრის დახმარებით გარდაიცვალა.

  • ამ ფაქტმა საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა გამოიწვია, რა თქმა უნდა, უმეტესობა ევთანაზიას არალეგალურად მიიჩნევს და სასტიკად ეწინააღმდეგება.

"ხალხი ფიქრობს, რომ როცა ფსიქიკურად დაავადებული ხარ, არ შეგიძლია სწორი აზროვნება, რაც შეურაცხმყოფელია. მესმის, რომ ბევრს აშინებს ევთანაზია. ჰოლანდიაში ეს კანონი უკვე 20 წელია მოქმედებს", - ამბობდა ზორაია ტერ ბიკი.

ჰოლანდიური კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანს ევთანაზიის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, "თუ განიცდის აუტანელ ტანჯვას გამოჯანმრთელების პერსპექტივის გარეშე."

ტერ ბეკის სირთულეები ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. ჰქონდა ქრონიკული დეპრესია, შფოთვა, ტრავმა და პიროვნული აშლილობა, ასევე დაუსვეს აუტიზმის დიაგნოზიც. პრობლემებს წლების განმავლობაში მკურნალობდა: დადიოდა ფსიქოლოგთან, ესწრებოდა თერაპიის კურსებს, იღებდა მედიკამენტებს... თუმცა, ყველაფერი უშედეგო გამოდგა.

"თერაპიამ ბევრი რამ მასწავლა საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ ამით მთავარი პრობლემები არ გამოსწორდა. მკურნალობის დასაწყისში იმედიანად ვიყავი... მეგონა გავუმჯობესდებოდი, მაგრამ მკურნალობის კურსი ხანგრძლივდებოდა და მეც იმედს ვკარგავდი.

გასული წლის დეკემბერში ევთანაზიის ნებართვა ვითხოვე. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. პასუხს სამი წელი ველოდებოდი. ამ დროის განმავლობაში, გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ მინანია. მყავს ოჯახი და მეგობრები, რა თქმა უნდა, მათ ტკივილს მეც განვიცდი. ბოლო დღეს სამედიცინო პერსონალი სახლში მოვა, ყველაფერი სწორედ აქ მოხდება. გარდაცვალებას ჩემი პარტნიორიც დაესწრება", - ამბობდა ტერ ბეკი.

წყარო