ავტორი:

რა არის ტურბულენტობა, რამდენად საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რატომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობის გახშირებაზეც აისახება?

რა არის ტურბულენტობა, რამდენად საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს და რატომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობის გახშირებაზეც აისახება?

26 მაისს, დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის გამო 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც დუბლინის აეროპორტის ოპერატორმა განაცხადა, ტურბულენტობა თურქეთის თავზე საჰაერო ფრენისას დაიწყო. დაშვებისას, ლოკალური დროით 13:00 საათზე, Qatar Airways-ის რეის QR017-ს სასწრაფო დახმარება, სახანძრო სამსახური და აეროპორტის პოლიცია დახვდა.

ტურბულენტობისას 6 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაშავდა, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიდევ ერთი შემთხვევა 22 მაისს სინგაპურის ავიახაზების რეისზე მოხდა. ლონდონიდან სინგაპურისკენ მფრინავ Boeing 777-ში ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. რეისი ფრენის დროს მიანმარის თავზე ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

  • რა არის ტურბულენტობა?

ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად დაფრინავენ, უცხო არ არის სალონში რყევა, რომელიც თვითმფრინავის ტურბულენტობის დროს ხდება.

ყველაზე ხშირად, ტურბულენტობა ხდება ღრუბლებში, სადაც ჰაერის აღმავალი და დაღმავალი დინებაა. თუმცა, არსებობს მოვლენის სხვა ტიპებიც: მაგალითად, ტალღის ტურბულენტობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჰაერის ნაკადები ეჯახებიან დაბრკოლებას, მაგალითად, მთის ქედის სახით, რაც აისახება მათზე და ქმნის ზღვის ტალღების მსგავს ჰაერის ნაკადებს.

ტურბულენტური ზონები ასევე იქმნება თვითმფრინავის უკანა მხარეს, თუ უკან სხვა თვითმფრინავი მოფრინავს. ამიტომ საჰაერო მოძრაობის კონტროლიორები უზრუნველყოფენ, რომ ყოველთვის იყოს საკმარისი მანძილი თვითმფრინავებს შორის, განსაკუთრებით აეროპორტების სიახლოვეს, სადაც ბევრი თვითმფრინავია და თანაც ერთი და იმავე მიმართულებით დაფრინავენ.

ასევე არსებობს "მოწმენდილი ცის ტურბულენტობა“, მისი დაფიქსირება თვითმფრინავის ბორტზე არსებული ამინდის რადარით შეუძლებელია. მსგავსი ტურბულენტობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჰაერის ორი ნაკადი გადაიკვეთება, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით ან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ხშირად ეს დიდ სიმაღლეზე ხდება ჰაერის მდგრად ნაკადებთან ახლოს.

  • რამდენად საშიშია ეს მოვლენა?

თანამედროვე ავიახაზები შექმნილია ტურბულენტობის გათვალისწინებით და, ეს მოვლენა უმეტეს შემთხვევაში, დისკომფორტია იმ მგზავრებისთვის, ვისაც ღვედი არ აქვს მჭიდროდ შეკრული.

2009-დან 2022 წლამდე ამერიკულ ავიახაზებზე ტურბულენტობის შედეგად 163 სერიოზული დაზიანება დაფიქსირდა, წელიწადში დაახლოებით - 12.

  • როგორ მოვიქცეთ ტურბულენტობის დროს

ყოველი ფრენის წინ პილოტები იღებენ ამინდის სპეციალურ ანგარიშებს, სადაც მითითებულია შესაძლო ტურბულენტობის ზონები მათი მარშრუტის გასწვრივ. ეს მათ ეხმარება დაგეგმონ ფრენა, თავიდან აიცილონ ძლიერი ჭექა-ქუხილი (რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის თვითმფრინავს, არა მხოლოდ შესაძლო ტურბულენტობის გამო).

თუმცა, ამ გზით "მოწმენდილი ცის ტურბულენტობის“ თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგრამ სხვა თვითმფრინავების პილოტებს, რომლებიც დაფრინავენ იმავე საჰაერო დერეფნის გასწვრივ, შეუძლიათ უკან მომავალი პილოტის გაფრთხილება. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟს შეუძლია წინასწარ მიიღოს ზომები - შეეცადოს შეცვალოს მარშრუტი, ფრენის ან დაშვების დონე, შეამციროს სიჩქარე.

ტურბულენტობის არაპროგნოზირებადობის გამო პილოტები რეკომენდაციას უწევენ, რომ მგზავრები მთელი ფრენის განმავლობაში ისხნენ სკამებზე და შეკრული ჰქონდეთ ღვედი.

  • ტურბულენტობა უფრო ხშირი ხდება?

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებამ გაზარდა ტურბულენტობის ალბათობა.

გასულ წელს, ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1979-2020 წლებში ჩრდილო ატლანტიკურ მარშრუტზე ძლიერი ტურბულენტობის რაოდენობა 55%-ით გაიზარდა.

მეცნიერები ამას მაღალ სიმაღლეებზე ქარის სიჩქარის ცვლილებას უკავშირებენ, რაც გამოწვეულია ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით თბილი ჰაერის მასებით.

სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტურბულენტობის უფრო ხშირი შემთხვევები შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ ჩვენ უფრო ხშირად დავფრინავთ. დატვირთული მარშრუტები ამცირებს მფრინავების უნარს, იფრინონ ​​ტურბულენტობის გარშემო, რადგან მათ უნდა შეინარჩუნონ მინიმალური მანძილი სხვა თვითმფრინავებთან. წყარო

იხილეთ ასევე;