ავტორი:

კარასინი "ეშმაკის ნაკარნახევს" უწოდებს კობახიძის განცხადებას "აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრებაზე" - მისი თქმით, ახლა პრემიერისთვის მთავარია მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი

კარასინი "ეშმაკის ნაკარნახევს" უწოდებს კობახიძის განცხადებას "აფხაზებთან და ოსებთან ერთად ცხოვრებაზე" - მისი თქმით, ახლა პრემიერისთვის მთავარია მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 26 მაისის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს თავის აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. რუსმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძის სიტყვებს "ეშმაკის ნაკარნახევი“ უწოდა.

კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია "აგენტების კანონი“ მიიღოს, დანარჩენი კი მხოლოდ მსჯელობის თემაა.

"მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს, ვერავინ აუკრძალავთ. მათ სურთ ცხოვრება ერთ სახელმწიფოში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, თუ იქნებ, რომელიმე სხვა სახელმწიფოებთან ერთად - ეს არის მხოლოდ მსჯელობა. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავარია მიაღწიოს, რომ ადამიანები, რომლებსაც უცხოური სახელმწიფოები ინახავენ და დაკავებული არიან პოლიტიკური და საინფორმაციო საქმიანობით, კანონით იყვნენ აღნიშნული. ჩვენ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. დანარჩენი ეს ყველაფერი "ეშმაკის ნაკარნახებია", - აღნიშნა კარასინმა.

"ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ ის ბრძოლაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აშკარად, გასაგები მიზეზების გამო, დასავლური უმცირესობის და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის და სხვათა პოზიციას იკავებს, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "აღთქმული მიწა“ ანუ "ქართული ოცნება“ არის ერთიანი, ძლიერი საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. წყარო

იხილეთ ასევე: