ავტორი:

"ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი" - შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

"ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი" - შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"რა თქმა უნდა, ვაპირებთ [კანონის მხარდაჭერას], ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.