"საქმე იქეთ მიდის, რომ ხვალინდელი დღე როცა გათენდება, მადლობა გექნებათ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს თავისი ხალხის ინტერესით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, რომელსაც უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს ქართული და არა უცხოური გავლენა - მადლობა გექნებათ მოსახდელი, რომ ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა თქვენს ნაცვლადაც მიიღებს!" - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
"კარგია, რომ შევარდნაძე ახსენეთ - მითითებით მინისტრებსაც ნიშნავდა და კანონებსაც იღებდა. ვიღაცები უცხო ქვეყნის მითითებით დანიშნო და კანონები მიიღო, გამოსავალი არ არის - ჩვენთანაც არის მცდელობები...
საბოლოო ჯამში, ყველას რაღაც მომენტში მადლობა გექნებათ მოსახდელი, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლადაც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს. ქართველი ხალხის ინტერესი არის უპირატესი ინტერესი - ეს არის, რაც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.