ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს, რუსეთში შევდივართ” - პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის ძმა შეუერთდა

"ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს, რუსეთში შევდივართ” - პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის ძმა შეუერთდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი შეუერთდა.

როგორც ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისის გზავნილს, რაც გულისხმობს: არა რუსეთთან თანამშრომლობას.

“2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უდიდესი ღონისძიება ჩავატარეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. 26 მაისის ლოზუნგი და გზავნილია დამოუკიდებლობა და არა რუსეთთან თანამშრომლობა. 2 დღის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“ - სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით.