პიანისტი გიორგი გიგაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. როგორც "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, ადამიანები, ვინც დღეს პარლამენტის შენობაში იმყოფებიან და ე.წ. აგენტების კანონს“ ხმას მისცემენ, მთელი ცხოვრება სირცხვილის კორიდორში ივლიან...
"ვეტოს დაძლევენ თუ არა, ამაზე სასაცილოა პასუხი, რა თქმა უნდა, კი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუ ათ კაცს მაინც არ გაეხსნა გონება. მე ამათი გონების გახსნის ცოტა არ მჯერა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ აქ ვიდგებით, თუ არადა გავაგრძელებთ დგომას, ამაზე პასუხი არის - კი. მე უკვე აქ დგომა გამარჯვება მგონია, ამდენი ხანია აქ ვარ. ეს კი არის გზა საბოლოო მიზნისკენ ბრძოლისკენ, ეს არის არჩევნები. ის, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.
დღეს უკვე აქ დგომა, ყვირილი, დაუმორჩილებლობა, არა აგრესია, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს არ არის აგრესია და ჩვენი მხრიდან ცემა-ტყეპაზე მიმართული, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვუყურებდით, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას არბევდნენ და ასისხლიანებდნენ, პოლიცია იქნებოდა ეს თუ შსს, თუ ხარებას ჯგუფი. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუ დღეს გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ და ხელს მაინც მოაწერენ, გამარჯვება მაინც უფრო ჩვენს ტვინში და გულებშია. ეს პროტესტის განცდა და დაუმორჩილებლობა ნამდვილად არ მგონია, რომ შეწყდეს და ზუსტად ვიცი, რომ არ შეწყდება.
ჩვენ ვიდგებით აქ და ბევრგან, ჩვენ უნდობლობას იმ მოღალატეებს ვუცხადებთ, ვინც ამ შენობაში სხედან, მოუწევთ მთელი ცხოვრება სირცხვილის კორიდორში სიარული. აქამდე ჩემი თითების დამტვრევის მეშინოდა, დღეს ვფიქრობ, რომ თუ დამამტვრევენ, ზუსტად ვიცი, რომ სწორ მხარეს ვდგავარ".