ავტორი:

"მადლობა რომ ამ "პარლამენტში" 1 დღე არ გამიტარებია, 1 თეთრი არ ამიღია იქ "მუშაობისთვის" - ზურაბ ჯაფარიძე

"მადლობა რომ ამ "პარლამენტში" 1 დღე არ გამიტარებია, 1 თეთრი არ ამიღია იქ "მუშაობისთვის" - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას:

"ღმერთო თუ ბედო თუ განგებავ თუ რაც არსებობ, მადლობა რომ ამ "პარლამენტში" 1 დღე არ გამიტარებია, 1 თეთრი არ ამიღია იქ "მუშაობისთვის" რომელიმე რუსი "სპიკერის" ბრძანებით, არცერთ ‘მივლინებაში’ არ ვყოფილვარ ამ ნაბიჭ*რებთან ერთად...

არცერთი ჩემი გაღიმებული ფოტო არ დარჩება ისტორიას ამ უსინდისო მოღალატეებთან ერთად, არც ერთხელ ხელი არ ჩამომირთმევია ამ მონებისთვის და კორიდორებში გამარჯობის თქმა არ მიწევდა ამ დედამოტ*ნულებისთვის.

5 თვე უნდა გავიხეთ შუაზე და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ისტორიული სირცხვილი. 5 თვე არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმეს ქვეყანა არ გარუსდება! 2030-ში ევროკავშირში!" - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.