ავტორი:

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერბთა რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, კანონპროექტი ბოსნიელ სერბთა ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო.

ბოსნიელი სერბების ვიცე-პრემიერს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

კანონპროექტი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის მიერ შემუშავებული პოლიტიკური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია ბოსნია და ჰერცეგოვინადან გამოყოფას მხარს უჭერს.