ავტორი:

"კიდევ ერთი შავი დღე ლონდონის საფონდო ბირჟაზე - საქართველოს ბანკის აქციებმა 2024 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია" - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

"კიდევ ერთი შავი დღე ლონდონის საფონდო ბირჟაზე - საქართველოს ბანკის აქციებმა 2024 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია" - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

"კიდევ ერთი შავი დღე ლონდონის საფონდო ბირჟაზე - "საქართველოს ბანკის" აქციებმა 2024 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია" - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის?

"საქართველოს ბანკის აქციებმა 2024 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია" - ამის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ავრცელებს.

  • როგორც ის ამბობს, უარესი ვითარება იქნება, თუ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება:

"კიდევ ერთი შავი დღე ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციებმა 2024 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მისი კაპიტალის თითქმის 1/3 აორთქლდა. რაც თითქმის 2 მილიარდი ლარია.

ხარისხიანი ვიდეოები და მინიშნებები, პირველი კვარტლის შემოსავლებით საერთაშორისო მედიაში ტრაბახი და საკუთარი აქციების დიდი რაოდენობით უკან შესყიდვა, (12,500 აქცია. 50 მილიონი ფუნტი) საქმეს არ შველის.

პირიქით, ეჭვებს აძლიერებს. ჯერ საქნციები არ ჩართულა. ხვალ და ზეგ უარესი იქნება. გაიღვიძეთ! გაინძერით! საქართველოს ბანკი • Bank of Georgia TBC - თიბისი" - წერს გიორგი რუხაძე.

ამ თემაზე პოსტს აქვეყნებს დეპუტატი რომან გოცირიძეც. მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვება:

"აგენტების კანონის მიღების ფინანსური შედეგები:

ლონდონის ბირჟაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკმა" დაკარგა ღირებულების 29 პროცენტი, “ჯორჯია კაპიტალმა” 26 პროცენტი, “თი-ბი-სი” ბანკმა 25 პროცენტი.

კაპიტალიზაციის კლებამ შეადგინა 1,4 მილიარდი გირვანქა სტერლონგი, რაც 4,9 მილიარდი ლარის ტოლია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად თავისი რეზერვებიდან დახარჯა 108 მილიონი ლარი.

რეზერვების ზომა ჩამოსცდა ადეკვატურობის ზღვარს. ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია. ამ ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუარესება. იმედია, ხუთ თვეს გავუძლებთ და მერე გავაკეთებთ იმას, რაც დააბრუნებს ქვეყანას განვითარების გზაზე და დაგვიბრუნებს მეგობრებს" - წერს გოცირიძე.

წაიკითხეთ ასევე: