თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ხვალ, 30 მაისს სტარტს აიღებს და 4 დღის განმავლობაში ათასობით წიგნისა და კითხვის მოყვარულს უმასპინძლებს. ღონისძიების სტუმრებს ტრადიციულად შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით, შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და ჩაერთონ დისკუსიებში.
გარდა აღნიშნულისა, გამომცემლობა „პალიტრა L” პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ფესტივალის სტუმრებს მაკულატურაში გაორმაგებულ ქულებს სთავაზობს. 1 კგ მაკულატურაში 1 ნერგის ნაცვლად, 2 ნერგს მიიღებს. ნერგების წიგნებში გაცვლად კი ადგილზევე შეძლებთ.
მაკულატურის სანაცვლოდ ფესტივალზე შემდეგი სერიების წიგნების მიღებას შეძლებთ:
წიგნის მიღებისთვის საჭიროა ჩააბაროთ მინიმუმ 5 კგ მაკულატურა. ძველი ფურცლებისა თუ წიგნების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ღონისძიების მასპინძლის, „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში პარკინგის ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ მანქანაში. შემდეგ კი მიღებული ქულებით, მეთერთმეტე პავილიონში „მაკულიტერატურის“ სტენდთან აარჩევთ სასურველ წიგნებს და გადაცვლით. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში არ გამოიყენება დაგროვებით ბარათზე მანამდე არსებული ნერგები, გამოიყენება მხოლოდ აქციის ფარგლებში ჩაბარებული მაკულატურის შედეგად მიღებული ქულები.
R