ავტორი:

თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა - სივრცე რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს

თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური ფანკლუბი გაიხსნა - სივრცე რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს

თბილისში გაიხსნა სივრცე, რომელიც ლუდის, სპორტისა და გემრიელი კერძების მოყვარულებს მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოსა და საინტერესო აქტივობებს ჰპირდება.

ახალი "საჭაშნიკე“, რომელიც მერაბ კოსტავას N60-ში მდებარეობს, ერთდროულად რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციებს აერთიანებს და სტუმრებს კრაფტ ლუდის მრავალფეროვან არჩევანსა და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე კერძებს სთავაზობს.

ახალ სივრცეში განსაკუთრებული სიურპრიზი, ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური ფანკლუბი დაგხვდებათ, სადაც შეძლებთ, "ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებს მიადევნოთ თვალი.

მეგობრული გარემო და გულშემატკივრების გარემოცვა სტუმრებს ამაღლებულ განწყობას შეუქმნის, JBL-ის მაღალი ხარისხის აუდიო/ვიდეო სისტემა კი თითოეული მატჩს კიდევ უფრო ცოცხალ სანახაობად აქცევს.

ახალი ობიექტი, რომელიც განსხვავებული ცხოვრების წესისა და ინტერესების მქონე სტუმრებზეა მორგებული, 1969 წელს ისტორიულ შენობაში გახსნილი "საჭაშნიკეს“ თანამედროვე გამოძახილია. სივრცე თითოეულ სტუმარს კვირის ნებისმიერ დღეს უმასპინძლებს, მათ შორის საქმიანი ლანჩისთვისაც. ყოველ პარასკევს საღამოს კი, საყვარელი გუნდების თამაშების LIVE ტრანსლაციის ყურება და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება შეგიძლიათ.

"საჭაშნიკის“ ისტორიულ მოტივებზე დაფუძნების მიზანია 70-იანი წლების თბილისური კულტურის გაცოცხლება, თანამედროვე მიდგომებთან სინთეზში. სწორედ ამიტომ აერთიანებს ის პაბის, რესტორნისა და გრილის კონცეფციას. ახალ, მრავალფეროვან სივრცეში კრაფტ ლუდის გარდა სტუმრებს უგემრიელესი კოქტეილების, ქართული ღვინისა და ტრადიციული ჭაჭის დაგემოვნება შეუძლიათ.

"საჭაშნიკის“ შეფმზარეული და მისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი კი სტუმრებს დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას ჰპირდება. კერძების ნაწილი მზადდება "მიბრასის“ გრილზე, რომელიც თითოეულ პროდუქტს გამორჩეულ გემოსა და არომატს უნარჩუნებს.

პროექტის ავტორი, სტუმარმასპინძლობის ბიზნესგანვითარების სააგენტო "გასტრონავტია“, რომელიც ამავდროულად, "საჭაშნიკის“ მართვას უზრუნველყოფს. ისინი ყველასთვის კარგად ცნობილი "ბადაგონის“ პარტნიორები არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ ფანკლუბს, რომლის თითოეულ დეტალზე პარტნიორებმა დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს ესტუმროთ. ახალი "საჭაშნიკე“ ფეხბურთის მოყვარულებს ბევრ საინტერესო აქტივობასა და სიურპრიზს ჰპირდება. ეწვიეთ განახლებულ სივრცეს, დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები და აღნიშნეთ საყვარელი სპორტსმენების წარმატება მეგობრებთან ერთად.

R