ავტორი:

3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი მერია - რა მოხდა სამხრეთ დაკოტას პატარა ქალაქში?

3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი მერია - რა მოხდა სამხრეთ დაკოტას პატარა ქალაქში?

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტას ერთ-ერთ ქალაქში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ეჭვმიტანილი ქალაქის ყოფილი მერი, ჯეი ედვარდ ოსტრემია. პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს თან იარაღი ჰქონდა და ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი დაკავება სამხრეთ დაკოტას გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა.

გარდაცვლილები არიან 21 წლის ზაქარი რაიან ფრანკუსი, მისი ძმა, 26 წლის პოლ უაილანდი ფრანკუსი და 35 წლის ტიმოთი ე. რიჩმონდი. დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციას ერთ-ერთი მსხვერპლის ძმა დაუკავშირდა, და განაცხადა, რომ მეზობელმა მამაკაცმა ესროლა.

  • ოსტრემის მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ პოლ ფრანკუსმა მას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალმა ამის შესახებ ქმარს მოუყვა. სავარაუდოდ, ყოფილმა მერმა დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინა.

64 წლის ოსტრემი სამშაბათს, დილის 7:09 საათზე დააკავეს. მედიის ცნობით, იგი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში ვაიომინგსა და სამხრეთ დაკოტაში.

წყარო