ავტორი:

"გაუზრდელი ხარ!" - კადრები ბათუმის საკრებულოდან, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო

"გაუზრდელი ხარ!" - კადრები ბათუმის საკრებულოდან, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.

მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ.

აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.

"შენს შვილზე რომ დაგირეკავენ და დააშანტაჟებენ, უხერხულია. სოლიდარობას ვითხოვ, მშობლებს რომ აწიოკებენ. უზრდელი ხარ რიჩარდ სირაბიძე”,- მიმართეს ოპოზიციის წევრებმა სირაბიძეს.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” წევრები პარტია “ახალის” წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.

"საქართველოს პარლამენტის შენობაზე წარწერებს რომ ტოვებენ ესაა კარგი? გაუზრდელი ხართ სახლიდან გამოსული. რა გჭირთ?! ბევრს ბედავთ!”, - მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.