ავტორი:

გამართე მანქანა ზაფხულისთვის და შეიძინე ფილტრები "თეგეტა შოპზე"

გამართე მანქანა ზაფხულისთვის და შეიძინე ფილტრები "თეგეტა შოპზე"

ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ავტომობილს განახლება სჭირდება. ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით უნდა შევცვალოთ, შევამოწმოთ გაგრილების, კონდიცირების სისტემა, საჭიროებისამებრ გამოვცვალოთ ფილტრი და სხვა.

ყველა ზემოხსენებული ავტოპროდუქტი თუ ავტოსერვისი „თეგეტა მოტორსში“ შეგიძლია მიიღო. თეგეტას ონლაინმაღაზია აერთიანებს პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტს, ყველაფერს, რაც შენი ავტომობილისთვის გჭირდება. ონლაინმაღაზიაში შეხვდები საბურავებს, აკუმულატორებს, მანქანის ფილტრებს, საცხებ-საპოხ მასალებს, ავტომობილის აქსესუარებსა და სხვა ავტონაწილებს. პროდუქცია საკმაოდ ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, გამოირჩევა კონკურენტული უპირატესობებით, ბრენდების მრავალფეროვნებითა თუ ხარისხის თვალსაზრისით.

მანქანის დიაგნოსტიკა ყველა მძღოლის რუტინის ნაწილია, რომელზეც უშუალოდ მისი და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებაა დამოკიდებული. ჩვენი ავტომობილის სრულყოფილი მუშაობისთვის ხარისხიანი ფილტრის შერჩევა აუცილებელია.

მანქანის ფილტრები იცავს ძრავას ისეთი არასასურველი ნაწილაკებისაგან, როგორებიცაა: მტვერი, ჟანგი, ჭუჭყი და სხვა. არსებობს როგორც ჰაერის ფილტრი, ასევე საწვავის, სალონის და ზეთის ფილტრები.

მანქანის ძრავის გამართულად მუშაობისთვის ჰაერის ფილტრის რეგულარული გამოცვლა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბინძურებული ფილტრი სუფთა ჰაერს საჭირო რაოდენობით ვეღარ გაატარებს, რაც შეიძლება ძრავის დაზიანების მიზეზიც გახდეს. ამას გარდა, გამოიწვიოს სიმძლავრის დაკარგვა, საწვავის გაზრდილი მოხმარება, ჰაერმზომის დაზიანება და სხვა პრობლემები.

Tegetamotors.ge-ზე შენი ავტომობილისთვის ყველა ტიპის პროდუქტის შეძენა შეგიძლია. იქნება ეს საწვავის ფილტრი, ჰაერის ფილტრი თუ სხვა. აქ შეხვდები როგორც პრემიუმ, ისე ბიუჯეტურ ბრენდებს, როგორებიცაა: Filtron, Hengst, Mann-Hummel, Japanparts და სხვა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

Filtron - ავტომობილების ფილტრის მწარმოებელი პოლონური ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1982 წლიდან გვხვდება. ბრენდი აერთიანებს ფილტრების ძალიან დიდ ასორტიმენტს. თეგეტაში შესაძლებელია ამ ბრენდის ზეთის, ჰაერის, საწვავისა და სალონის ფილტრების შეძენა.

Hengst - გერმანული პრემიუმ ბრენდი 1958 წლიდან ჩნდება ბაზარზე. ბრენდი ინოვაციურ პროდუქტს ქმნის და ზრუნავს ეკოლოგიაზე. Hengst პროდუქცია გვხვდება სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებში, ინჟინერიაში, ჯანდაცვის სფეროებში და ასევე, სატრანსპორტო საშუალებებში. მდგრადობა, ინოვაცია და ეფექტურობა ბრენდის მთავარი უპირატესობაა.

როგორც უკვე შეიტყვე, ავტონაწილები ონლაინ უმარტივესად შეგიძლია შეიძინო. საკმარისია მხოლოდ საიტზე რეგისტრაცია მინიმალური ინფორმაციის დაფიქსირებით. დამატებითი ინფორმაციისთვის გვესტუმრე საიტზე shoptegetamotors.ge ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44.

NS