ავტორი:

წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "ბიბლუსი" 50%-მდე ფასდაკლებას და VISA-სთან პარტნიორობით 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ

წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "ბიბლუსი" 50%-მდე ფასდაკლებას და VISA-სთან პარტნიორობით 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ბიბლუსის“ კუთხეში სიურპრიზები გელოდებათ - 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ისარგებლეთ 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით, „თიბისის“ მოსწავლის ან სტუდენტური VISA ბარათით ანგარიშსწორებისას კი მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 40%.

„ბიბლუსი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 და მე-11 პავილიონებში იქნება წარმოდგენილი და მკითხველს ტრადიციულად, როგორც კლასიკურ მხატვრულ, ისე თანამედროვე, პროფესიულ, სამეცნიერო, საბავშვო და სხვა ჟანრების ლიტერატურას შესთავაზებს. წელს განსაკუთრებით ფართო მასშტაბით არის წარმოდგენილი მრავალფეროვანი უცხოური ლიტერატურა.

ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებს „ბიბლუსის“ კუთხეში „პეპელას“ სტენდიც დახვდებათ, სადაც სიურპრიზები და საინტერესო აქტივობები ელოდებათ. ფასდაკლება იმოქმედებს სათამაშოების ფართო ასორტიმენტზეც.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს 26-ედ იმართება. წელს ღონისძიებაზე რეგისტრირებულია 70-მდე ორგანიზაცია, მათ შორის 50-მდე წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, წიგნთან დაკავშირებული აქსესუარები, საელჩოები და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები.

არ გამოტოვოთ წლის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, ისარგებლეთ ფასდაკლებებით, გაერთეთ თქვენს პატარებთან ერთად და შეივსეთ ბიბლიოთეკა სასურველი წიგნებით.

R