ავტორი:

"ქალმა კრუნჩხვა დაიმართა... გასასვლელში დაგველოდა, რომ ფოტოები გადაეღო" - რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბოლქვაძეს კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვა

"ქალმა  კრუნჩხვა დაიმართა... გასასვლელში დაგველოდა, რომ ფოტოები გადაეღო" - რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბოლქვაძეს კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვა

"პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში, აქ რა გინდა, მონა“, - ასე მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა პარიზის აეროპორტში პარლამენტარსა და პიანისტ ელისო ბოლქვაძეს. კადრები თამარ ჯინჭარაძემ და ჯინო დოლიძემ თავად გაავრცელეს.

ჯინჭარაძე ამბობს, რომ აეროპორტში მყოფი ყველა ქართველი მათ პოზიციას იზიარებდა. დეპუტატთან მისვლის მიზეზი კი ე.წ. "აგენტების კანონი" გახდა.

"ვერ შევიკავე თავი, იმიტომ, რომ ეს ქალი ორი დღის წინ იყო თბილისში, ხელი მიაჭირა იმ ღილაკს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ფაქტობრივად, მოუსპო შესაძლებლობა ამ ქვეყანაში ინტეგრირების.

კითხვით მივედი, რა უნდოდა საფრანგეთში, როცა ორი დღის წინ ამ ქვეყნების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. რატომ ჩამოდის აქ, თუ ეს ქვეყნები ჩვენი მტერია. ქალმა, ფაქტობრივად, კრუნჩხვა დაიმართა და ვეღარ აკონტროლებდა თავს და მერე, რაც არის და რაც დაიმსახურა, ის დავუძახეთ.

გავდიოდით გასასვლელში და თვითონ დაგველოდა ელისო, რომელიც ჩასაფრებული იყო, რომ ფოტოები გადაეღო. ერთი ქართველიც არ ყოფილა ჩვენს გარშემო, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებდა,“ - ამბობს ჯინჭარაძე "ტვ პირველთან" საუბრისას.

წაიკითხეთ ასევე: