9 წიგნი, რომელიც საუკეთესო შენაძენი იქნება ბავშვისთვის - ესტუმრეთ წიგნის ფესტივალს და ისარგებლეთ ფასდაკლებით

9 წიგნი, რომელიც საუკეთესო შენაძენი იქნება ბავშვისთვის - ესტუმრეთ წიგნის ფესტივალს და ისარგებლეთ ფასდაკლებით

„ექსპო ჯორჯიას“ მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კუთხეში ტრადიციულად უამრავი წიგნი, მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა, სხვადასხვა შეთავაზება და ფასდაკლება ელოდებათ.

ფესტივალზე აქციის ფარგლებში წარმოდგენილია წიგნები ყველაზე პატარა მკითხველებისთვისაც, რომლებიც ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობას მხოლოდ ახლა იწყებენ. გარდა საინტერესო და ილუსტრირებული წიგნებისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, პირველ ივნისთან დაკავშირებით, მთელი ფესტივალის განმავლობაში მათ სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ელოდებათ.

1-ელი ივნისი კი, ბავშვთა დაცვის დღე და 2 ივნისი, ფესტივალის დახურვა განსაკუთრებით დატვირთული იქნება აქტივობებით. პატარა სტუმრებს ბევრი ვორქშოფი, სახალისო ამბავი და წიგნის გმირებთან შეხვედრა ელოდებათ. ასევე, ძაღლთსაშენიდან ფესტივალს ოქროსფერი რეტრივერები ესტუმრებიან და ბავშვებს ამ ულამაზეს ცუგებთან თამაშის საშუალება მიეცემათ. ფესტივალზე მოეწყობა თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა თემაზე „ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი“. 2 ივნისს წიგნის გამომცემელთა და გამვრცელებელთა ასოციაცია გამოფენის საუკეთესო მონაწილეებს დააჯილდოებს.

რაც შეეხება „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემულ საბავშვო წიგნებს, რომელზეც ფასდაკლებას დიდი ხანია ელით, მათი ჩამონათვალი შემდეგია:

ჯუნგლის წიგნი

მაუგლი სულ პატარ ბიჭუნა იყო, როცა მგლებმა შეიფარეს. მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. ჯუნგლი ადამიანის ნაშიერისთვის უსაფრთხო ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა მაუგლის არაფრის ეშინია, სანამ თავისი მეგობრები დათვი ბალუ და შავი ავაზა ბაგირა ჰყავს გვერდით.

პიტერ პენი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ღამეს პიტერ პენი დარლინგების სახლში ფანჯრიდან შეფრინდა და ვენდი მის ძმებთან ერთად სიზმარშორეთისკენ გაიხმო, სადაც მათ უამრავ თავგადასავალთან ერთად, მრავალი საფრთხეც ელოდათ. კუნძულზე სადაც, ის ბიჭები ცხოვრობენ, რომლებიც არასდროს გაიზრდებიან, ბევრი უცნაური რამ ხდება.

მოგზაური თაგუნია

გაიცანით პატარა თაგუნია, რომელმაც თავისთვის სორო უნდა მოძებნოს და ზამთრისთვის მოემზადოს. ისიც მიდის მოსაძებნად და სწორედ ამ დროს თავს გადახდება დაუვიწყარი თავგადასავალი. გაჰყევი მას ამ მოგზაურობაში! არ მოიწყენ და, მეტიც, თაგუნიასთან ერთად სიძნელეების გადალახვა დიდ სიხარულს მოგანიჭებს.

მფარველი ანგელოზი

იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია. მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ - სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია - ძაღლების მფარველი ანგელოზი.

ვუუ და ემოციების გალაქტიკა

როგორ გამოიყურება გაოცება? ან როგორ იქცევა ადამიანი, როცა ბრაზი მოერევა? სად უკეთესია ყოფნა - იქ, სადაც ყველა ბედნიერია, თუ იქ, სადაც ყველას რაღაცის ეშინია? და რა ხდება იქ, სადაც ირგვლივ ზიზღი მეფობს? თითქოს მარტივი კითხვებია, არა? მაგრამ, აბა, გადაფურცლე ეს ცოტა უცნაური წიგნი და გაჰყევი ვუუს ასევე ცოტა უცნაურ მოგზაურობაში! წინ მთელი გალაქტიკისა და, რაც მთავარია, ამ გალაქტიკაში საუკეთესო პლანეტის აღმოჩენა გელის.

ამბავი ვაჟა-ბიჭისა და დევისა, რომელიც სხვილოს ციხეში ცხოვრობდა

გინდა იცოდე უზარმაზარი დევისა და გულადი ბიჭის დამეგობრების ისტორია? მაშინ წაიკითხე ზღაპარი ვაჟა ბიჭისა და სხვილოს ციხესიმაგრეში დაბინავებული დევის შესახებ. ეს ამბავი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით კი არ მოხდა, არამედ აქ, ქვემო ქართლის ერთ პატარა სოფელში, სადაც მოსახლეობა თავაუღებელი შრომით ირჩენს თავს. ერთ მშვენიერ დღეს, მათ სიახლოვეს, უზარმაზარი დევი დასახლებულა. მისი გამოჩენით თავზარდაცემულ მოსახლეობას კი მოსვენება სულ მთლად დაუკარგავს. წაიკითხე წიგნი და გაიგე, როგორ მოახერხა გულადმა ვაჟა ბიჭმა სოფლის მაცხოვრებლების უბედურებისგან დახსნა და დევთან ერთად ბევრი კეთილი, სახალისო და საგმირო საქმის ჩადენა…

მე ვარ ლენი ბრაუნი

ლენი ბრაუნი 8 წლის ბიჭია და გადატანილი სტრესის გამო სხვებთან ურთიერთობა უჭირს, მხოლოდ დედას და თავის საყვარელ ძაღლს, როკის ელაპარაკება. როცა ლენის სხვა სკოლაში გადასვლა მოუწევს, მისი ცხოვრება იცვლება... არცთუ უკეთესობისკენ. იპოვის მეგობრებს? როგორ უნდა შეეგუოს გარემოს? მიიღებენ მას, განსხვავებულს, თანაკლასელები? - ამაზე წუხს ყოველდღე ბიჭი. მაგრამ ერთ დღესაც თვითგამოხატვის სულ სხვა ხერხს იპოვის და ყველას გააოცებს - მისი თანატოლები და მასწავლებლები მიხვდებიან, რა საოცარი ბიჭია ლენი ბრაუნი.

ჰილდა და უჩინმაჩინები

ცისფერთმიანი გოგონა ჰილდა ნამდვილი თავგადასავლების მაძიებელია, თუმცა ამბობს, რომ თავგადასავალი მას თვითონ პოულობს. ის დედას ერთად ერთ ლამაზ ხეობაში ცხოვრობს. თანაც ჯადოსნურში - ვის აღარ ნახავთ აქ: წყლის სულებს, ტროლებს, გიგანტებს, კუნძკაცასა და მის მეგობარ საყვარელ მელაირემს. ერთ დღესაც გოგონა იდუმალ უჩინარ არსებებს შეხვდება, ისინი ჰილდასა და დედამისს უბრძანებენ, სასწრაფოდ წავიდნენ ხეობიდან. ვინ არიან ისინი? რატომ ვერ ხედავს მათ ჰილდა? როგორ მოახერხებს ამ უცნაურ არსებებთან დამეგობრებას? - შემოუერთდით ჰილდასა და მის მეგობარ მელაირემს საინტერესო მოგზაურობაში!

ონანა - ჩანაწერები მეგობრობის დღიურში

როდისმე სიტყვების ან წინადადებების უკუღმა წაკითხვა თუ გიცდია, ან ფრთამოტეხილი ჩიტი თუ გიპოვია ეზოში და ექიმივით მოგივლია მისთვის? წვიმის სიმღერაც არ მოგისმენია? არც ლექსი დაგიწერია და არც მენაყინეობაზე გიოცნებია? მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნო ამ მშვენიერი წიგნის პატარა ონავარი გმირი, ანანო. ანანო უამრავ რამეზე ოცნებობს, უკუღმაც კითხულობს და სხვა ძალიან სახალისო რამეებსაც აკეთებს. კიდევ, იცი, რა აქვს? მეგობრობის დღიური! იმ დღიურში ისეთი საინტერესო რამეები წერია!.. წაიკითხე ეს წიგნი, გაერთე და ანანოს მეგობრობის დღიურის შეკითხვებსაც უპასუხე. მერე იმასაც მიხვდები, რას ნიშნავს ეს უცნაური სიტყვა - „ონანა

ფესტივალი 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისს დაიხურება. არ გამოტოვოთ აქციები და საბავშვო ღონისძიებები, გაატარეთ დრო მხიარულად და განაახლეთ საოჯახო ბიბლიოთეკა.

R