ავტორი:

ოქროს კუბო და კოკაინით სავსე კონტეინერი: ცნობილი ირლანდიელი განგსტერის მდიდრული დაკრძალვა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?

ოქროს კუბო და კოკაინით სავსე კონტეინერი: ცნობილი ირლანდიელი განგსტერის მდიდრული დაკრძალვა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?

ინტერნეტში ირლანდიელი განგსტერის მდიდრული დაკრძალვის კადრები ვრცელდება - სტივენ ო'რეილი 22 მაისს, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. კადრებში კარგად ჩანს ოქროს კუბო, ასევე კოკაინით სავსე კონტეინერი.

Irish Independent-ის ცნობით , ო'რეილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულებრივ ბანდასთან. ნასამართლევი იყო ძარცვისთვის და სხვა დანაშაულისთვის. იგი ირლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიშ დამნაშავედ ითვლებოდა. გაზეთი მას "უკიდურესად მოძალადე ინდივიდს" უწოდებს.

მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ: "ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რისი გადატანაც ცხოვრებაში მომიწია. უბრალოდ არ მჯერა, რომ წახვედი. გული დამწყდა მეგობარო... მშვიდად განისვენე"; "მშვიდობით მეგობარო, შენ მილიონში 1 იყავი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც მას იცნობდა. ის იყო ლეგენდა და კარგი მეგობარი იყო";

"რას ვაპირებთ შენს გარეშე? არ მჯერა, რომ ამას ვწერ. ძალიან, ძალიან დამწყდა გული. საშინელ სიზმარში ვგრძნობ თავს. მართალია, რომ ღმერთს მხოლოდ საუკეთესოები მიჰყავს" - ვკითხულობთ კომენტარებში.

წყარო