ავტორი:

moschino-ს ძვირადღირებული კაბა და ფოტოსესია ანტინორების სამფლობელოში - შორენა ბეგაშვილის იტალიური დასვენება: ფოტოები "ინსტაგრამიდან"

moschino-ს ძვირადღირებული კაბა და ფოტოსესია ანტინორების სამფლობელოში - შორენა ბეგაშვილის იტალიური დასვენება: ფოტოები "ინსტაგრამიდან"

შორენა ბეგაშვილის იტალიური არდადეგები ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინფლუენსერი და მსახიობი დიდი ხანია რაც ინტერვიუებზე უარს აცხადებს. მოგზაურობს საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომლის ვინაობასაც მალავს და დიდ დროს უცხოეთში, ძირითადად საფრანგეთში, იტალიასა და დუბაიში ატარებს.

შორენა ამჯერად სავარაუდოდ საყვარელ მამაკაცთან ერთად ტოსკანაში ყველაზე ძველი მეღვინეობის ცენტრს "ვილა ანტინორის" სტუმრობს, სადაც ძალიან ბევრი ვენახია გაშენებული. ანტინორების ცნობილი ოჯახი ფლობს საკუთარ რესტორნებს და საუკუნეებია თავის ღვინოს აწარმოებს. ეს საოცნებო ადგილია იტალიაში მოგზაურებისთვის.

ფოტოებზე შორენას moschino-ს კაბა აცვია, რომლის ღირებულებაც 1895 დოლარია.

"მიხარია ამ გოგოს ბედნიერება" - წერენ კომენტარებში, სადაც ცნობილი ქალი ტოსკანის ვენახების ფონზე პოზირებს.

წაიკითხეთ ასევე: