ავტორი:

დღეიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა - "დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1000-დან 20 ათას ლარამდე იქნება"

დღეიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა - "დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1000-დან 20 ათას ლარამდე იქნება"

1-ლი ივნისიდან ძალაში შედის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

კანონის თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც დანიშნა/განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ვალდებულია, ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

რაც შეეხება იმას თუ რომელ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება რომ ჰყავდეთ ასეთი კადრი, კანონს გააჩნია სამი მიდგომა:

პირველი მიდგომის მიხედვით, საჯარო დაწესებულებას, სადაზღვევო ორგანიზაციას, კომერციული ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, საკრედიტო ბიუროს, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, ავიაკომპანიას, აეროპორტსა და სამედიცინო დაწესებულებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება აქვს.

მეორე მიდგომით, კანონი ადგენს, რომ თუ ორგანიზაცია ამუშავებს დიდი რაოდენობით სუბიექტის მონაცემებს (მოსახლეობის 3%-ზე მეტს), სავალდებულოა, ჰყავდეს ოფიცერი. აღნიშნული 3% გამოითვლება მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით.

მესამე მიდგომის თანახმად, როდესაც ორგანიზაცია ახორციელებს სუბიექტის მონაცემებისა და ქცევის სისტემურ და მასშტაბურ მონიტორინგს, აქვთ ვალდებულება, დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მირიანაშვილმა ამ წლის აპრილში განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არ ეყოლებათ, გაფრთხილება მხოლოდ ერთხელ მიეცემათ. თუ გაფრთხილების შემდეგ, ბიზნეს-სუბიექტი არ დანიშნავს ოფიცერს, დაჯარიმდება.

თუ ორგანიზაციას არ ჰყავს ოფიცერი და მისი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა, შესაძლოა, დაწესდეს. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის ბრუნვაზე და 1 000 ლარიდან 20 000 ლარის ფარგლებში მერყეობს...წაიკითხეთ სრულად