ავტორი:

"სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო - ყველა მათგანი რუსული გავლენის მუდმივი სამიზნეა" - რა საფრთხეზე საუბრობს ლატვიის პრეზიდენტი?

"სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო - ყველა მათგანი რუსული გავლენის მუდმივი სამიზნეა" - რა საფრთხეზე საუბრობს ლატვიის პრეზიდენტი?

ლატვიის ლიდერმა, ედგარს რინკევიჩმა RUSI-ს შტაბ-ბინაში გამაფრთხილებელი შეფასება წარმოადგინა ევროპის უსაფრთხოების არასტაბილური მომავლის შესახებ.

  • მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის 27-თვიანი ომის ყველა შედეგი, სავარაუდოდ, უფრო მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს, რადგან პუტინი "რუსეთის იმპერიის აღდგენას გეგმავს".

"თუ რუსეთი იგრძნობს, რომ უკრაინაში გაიმარჯვა, ომის გაგრძელების ცდუნება ექნება... თუ იგრძნობს, რომ დამარცხდა - შურისძიების“, - თქვა რინკევიჩმა.

  • საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობის "პირველი სამიზნე" მოლდოვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების დაპყრობა იქნება. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ასევე ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი - ყველა მათგანი რუსული გავლენის მუდმივი სამიზნეა.

"ეშინია თუ არა ლატვიას რუსული თავდასხმის? ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა ტიპის სცენარისთვის" - აღნიშნავს რინკევიჩი - "რუსეთი ამოწმებს ჩვენს საზღვრებს, ახორციელებს დივერსიულ თავდასხმებს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, უამრავი ადამიანი დავაპატიმრეთ".

როგორც ცნობილია, ლატვია, ლიტვასა და ესტონეთთან ერთად ბუნკერების ქსელის აშენებას გეგმავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასამყარებლად. ასევე იგეგმება "დრონის კედლის" აშენება, რომელიც გადაჭიმული იქნება ნორვეგიიდან პოლონეთამდე და ევროპას რუსეთის საფრთხისგან დაიცავს.

წყარო